06 აპრ 2026
ესპანეთის საკალათბურთო ლიგის 25-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად „სარაგოსას“ შეხვდა და 92:86 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა თამაში სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მოედანზე 20 წუთი გაატარა. რა დროშიც გუნდს 13 ქულა, 6 მოხსნა, ერთი პასი და ერთი დაფარება შესძინა.
25 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 17 გამარჯვებითა და 8 მარცხით მეხუთე ადგილზეა. კატალონიური გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს ევროლიგაში „პანათინაიკოსთან“ ჩაატარებს.