„ამბავი როსტევან არაბთა მეფისა”-სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის ეროვნულ თეატრში

06 აპრ 2026

რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ნაწილის „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა” პრემიერა გაიმართა რუსთაველის ეროვნულ თეატრში. 

სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე სვიმონ ჯანგულაშვილმა და რობერტ სტურუამ იმუშავეს. მასში, გია ყანჩელისა და ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებებთან ერთად, ქართული საგალობლები და არაბული ტრადიციული მელოდიებია გაერთიანებული.

დადგმის ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძეს ეკუთვნის. სპექტაკლი   სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 140-ე წლისთავს ეძღვნება.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საპრემიერო ჩვენებები რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე 6, 7, 17 და 18 აპრილს გაიმართება.