საარჩევნო პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება-საინფორმაციო შეხვედრა

06 აპრ 2026

ცესკო საარჩევნო პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით შეხვედრების ახალ ციკლს იწყებს.

პირველი შეხვედრა ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით არჩევნების მნიშვნელობასა და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე ესაუბრა. 

ცესკოს ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობისა და იმ პროექტებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდებისთვის ახორციელებს.

გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა ასევე დეზინფორმაციაზე, როგორც საარჩევნო პროცესის გამოწვევაზე და მასთან გამკლავების გზებზე.

ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.