ვნების შვიდეული დაიწყო

06 აპრ 2026

დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო. აღდგომამდე წინა ექვსი დღე ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებს ასახავს. 

სახარების მიხედვით სწორედ ვნების კვირაში მოხდა მაცხოვრის გაცემა, ჯვარცმა და შემდეგ აღდგომა. მორწმუნეები ამ პერიოდს მარხვასა და ლოცვაში ატარებენ.

მართლმადიდებლურ ტაძრებში კვირის განმავლობაში წირვა-ლოცვა ყოველდღიურად აღევლინება.

ვნების შვიდეულის კვირაში ღვთისმსახურება ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსით მიმდინარეობს. ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე მძიმე დღე წითელი დიდი პარასკევია. 

დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას მიეძღვნება.