,,ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი“- ბანაკი კურორტ გოდერძიზე

06 აპრ 2026

,,ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი"-  თემაზე აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, კურორტ გოდერძიზე ოთხდღიანი ბანაკი გაიმართა. 

მიზანია ახალგაზრდებისთვის ხელოვნების სფეროში არსებული ტრადიციული და თანამედროვე მიდგომების გაცნობა, პრაქტიკული ცოდნის მიღება და პროფესიული უნარების განვითარება. 

ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო თემებზე და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.