06 აპრ 2026
ორბელიანების სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ილჰამ ალიევს სასახლესთან მიხეილ ყაველაშვილი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა.
ილჰამ ალიევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მეუღლესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.