05 აპრ 2026
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, აფხაზეთიდან დევნილ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ. მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის წამყვანმა ექიმ-სპეციალისტებმა 50-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწიეს სამედიცინო კონსულტაცია და შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს. პროცესის მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდა ადგილზე გაეცნო და დევნილ მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.