05 აპრ 2026
ბათუმში ყოველწლიური სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. სოციალური საწარმო ,,ანდამატის“ მოსწავლეების ნამუშევრების ტრადიციული აქტივობა წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. გამოფენაზე ამჯერად ანდამატელების მიერ მომზადებული კერამიკის ნივთებთან ერთად უწმინდესის პორტრეტები წარმოადგინეს, რომლებიც თავად შექმნეს. საქველმოქმედო აქტივობით მიღებული თანხა წელს კალენდარის შექმნას მოხმარდება, რომელიც სააღდგომო თემატიკითა და პატრიაქრის პორტრეტებით იქნება გაფორმებული.