ახალი პატრიარქის არჩევა

05 აპრ 2026

წმინდა სინოდი საქართველოს 142-ე პატრიარქის ასარჩევად ემზადება. უკვე დაკომპლექტდა ხმის დამთვლელი, სამანდატო და სარედაქციო კომისიები, ასევე განისაზღვრა საარჩევნო წესები. გადაწყდა, რომ მომდევნო სხდომაზე განიხილავენ კანდიდატთა სიას და შეარჩევენ სამ საბოლოო კანდიდატს, რომლებიც გაფართოებულ კრებას წარედგინება. საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს სწორედ გაფართოებულ კრებაზე, სამების საკათედრო ტაძარში აირჩევენ. მღვდელმთავრების განცხადებით, კრებას 2000-მდე პირი დაესწრება.