05 აპრ 2026
აფგან სადიგოვის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლები იცავენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ აღნიშნულ საქმეზე სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, სასამართლომ სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება ღამის 4 საათზე მიიღო და მოსამართლემ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. facebook-პოსტში ვკითხულობთ: „ჩვენ მზად ვიყავით, შესაბამისი დოკუმენტები უმოკლეს ვადაში წარგვედგინა როგორც სასამართლოსთვის, ისე მიგრაციის დეპარტამენტისთვის. ამდენი ხნის განმავლობაში აფგან სადიგოვს საქართველოს დატოვების საშუალებას არ აძლევდა სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რის გამოც მანამდე თავშესაფრის პროცედურების დაწყება ფორმალურად შეუძლებელი იყო."- წერს მიქელაძე