05 აპრ 2026
ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 120-ზე მეტ ირანულ სამიზნეს, მათ შორის, სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"ცაჰალის" ცნობით, ცენტრალურ და დასავლეთ ირანში მდებარე სამიზნეებს შორის იყო დრონების წარმოებისა და გაშვების ადგილები, ბალისტიკური რაკეტების სისტემები და საჰაერო თავდაცვის ობიექტები. მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანში "მასშტაბური დარტყმის" შედეგად ირანელი სამხედრო ლიდერების დიდი ნაწილი დაიღუპა და აფეთქებების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.
საბრძოლო მოქმედებების პარალელურად იზრდება მუქარის რიტორიკაც, ირანში აცხადებენ, რომ კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში რეგიონი აშშ-ისთვის „ჯოჯოხეთად“ გადაიქცევა. შესაბამისი განცხადება ირანის წარმომადგენელმა გააკეთა, მას შემდეგ რაც ვაშინგტონიდან ახალი მუქარა გაჟღერდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს მოუწოდა, ორშაბათამდე აღადგინოს ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანს „მკაცრი ზომების“ მიღებით დაემუქრა.