05 აპრ 2026
ირანთან გაჭიანურებულმა ომმა შესაძლოა, შეამციროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ესოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა არის საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტი, განსაკუთრებით „პეტრიოტის“, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის ბალისტიკური რაკეტებისგან თავის დასაცავად. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერისა, არსებული რესურსები მაინც შეზღუდულია და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საკმარისი არ არის. ზელენსკის თქმით, რუსეთი ახლო აღმოსავლეთის ომიდან ეკონომიკურ სარგებელს იღებს.