„ირანის რევოლუციური გვარდიის გუშაგთა კორპუსი“-მფრინავის პოვნის მიზნით აშშ-ის მიერ განხორციელებული მისიის დროს მტრის რამდენიმე თვითმფრინავი განადგურდა

05 აპრ 2026

ირანში ჩარჩენილი მფრინავის პოვნის მიზნით აშშ-ის მიერ განხორციელებული მისიის დროს მტრის რამდენიმე თვითმფრინავი განადგურდა, - ამის შესახებ „ირანის რევოლუციური გვარდიის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა.  ირანის შეიარაღებული ძალების  ცენტრალური შტაბის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ჩამოგდებულ თვითმფრინავებს შორის იყო C-130 ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი, ასევე Black ⁠Hawk-ის ტიპის ორი ვერტმფრენი. მისივე განცხადებით, მათ ისპაჰანის პროვინციაში აშშ-ის დრონიც ჩამოაგდეს. ცნობისთვის, ირანში 3 აპრილს ამერიკული F-15E ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თვითმფრინავის ეკიპაჟის ერთი წევრი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს, მეორე კი დაკარგულად ითვლებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეერთებული შტატების სამხედროებმა აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაბედული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახორციელეს და დაკარგული პილოტი ნახეს.