სკრინინგი საქართველოს მასშტაბით გრძელდება

05 აპრ 2026

სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. პროგრამის მიზანი მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა, დაავადებათა პრევენცია და მათი ადრეული გამოვლენაა. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით, მარნეულისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს, სრულიად უფასოდ გაუკეთდათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოკვლევები. ასევე, არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტების და აივ ინფექციის სკრინინგი. კამპანიის ფარგლებში, პრევენციული გამოკვლევები, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მაისის ბოლომდე, კიდევ ორჯერ ჩატარდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კამპანია, ეტაპობრივად, გაგრძელდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც და 15 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს, თითქმის, მთელს ტერიტორიას მოიცავს.