05 აპრ 2026
ლიბანში ისრაელის დარტყმების შედეგად 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით „სიენენი“ იტყობინება. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2 მარტის შემდეგ დაღუპულთა შორის, სულ მცირე, 126 ბავშვი და 93 ქალია. ამასთან, ირანის „წითელი ნახევარმთვარის“ ცნობით, ირანში აშშ-ისრაელის დარტყმების შედეგად ამ დრომდე 2 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სულ მცირე, 216 ბავშვია.