ერდოღანის განცხადება

05 აპრ 2026

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უმასპინძლოს უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს. კერძოდ, 4 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც ის თურქეთის სახელმწიფოს მეთაურს შეხვდა. შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ერდოღანს ამერიკულ გუნდთან კონტაქტების დეტალები გააცნო. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.