05 აპრ 2026
მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის აღსანიშნავად, იგივე ბზობის სადღესასწაულოდ მორწმუნეები დილიდან შეიკრიბნენ ტაძრებში. დღესასწაული მათ შორის ღამისთევით აღნიშნეს რამდენიმე ტაძარში. ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში კი წირვა დილის 9 საათზე დაიწყო. წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში ბზის რტოებს აკურთხებენ, რაც უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლას განასახიერებს. დღეს მორწმუნეებს საშუალება აქვთ წმინდა ზიარება მიიღონ.