სომხეთი რუსულ გაზზე

05 აპრ 2026

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, თუ რუსეთი გაზის საფასურს გაზრდის. ამასთან, მისი თქმით, „არ ფიქრობს, რომ საქმე აქამდე მივა“, რადგან სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის „ძალიან კარგი, ეფექტიანი საუბარი შედგა“. 
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნა, რომ სომხეთი რუსულ გაზს შეღავათიან ფასად იღებს.