რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია

07 ნოე 2025

ბათუმში რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმის მერმა დაათვალიერა. მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში დასრულდა ქვაფენილის აყრა. ამ ეტაპზე ხორციელდება ბორდიურების დემონტაჟი, გრუნტის მოხსნისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები.