ირანის თავზე ჩამოგდებული F-15 ავიაგამანადგურებლის მეორე პილოტი აშშ-ის ძალებმა გადაარჩინეს

05 აპრ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკარგული ამერიკელი ჯარისკაცი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ დაკარგული ეკიპაჟის წევრი „ირანის რთულ მთიან რეგიონში იმყოფებოდა და მტრები მასზე ნადირობდნენ, თუმცა აშშ-ის სამხედროები მის ადგილსამყოფელს 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ“. ტრამპის თქმით, დიდი სიხარულით იტყობინება, რომ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ახლა „უსაფრთხოდ და კარგადაა“. ცნობისთვის, ამერიკული ეფ-15-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ირანში 3 აპრილს ჩამოაგდეს. თვითმფრიბავის ეკიპაჟის ერთი წევრი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს, მეორე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.