05 აპრ 2026
პროექტის - "ჩვენი ჯარის" ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს მასშტაბით არსებულ საჯარო და კერძო სკოლებში მაღალი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ. სამხედროებმა უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შექმნის ისტორიასა და სტრუქტურაზე, მის დანიშნულებასა და მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და საერთაშორისო მისიებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თეთრიწყაროში. მათ მოსწავლეებს გააცნეს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მიზნები, სასწავლო პროგრამები, მიღების პირობები და სამხედრო კარიერული განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრაზე, ასევე გაიხსენეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ისტორიები. სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალურად შეხვედრისთვის მომზადებული ვიდეომასალაც წარადგინეს. შეხვედრის დასასრულს კი, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.