04 აპრ 2026
რუსებმა ქალაქ ნიკოპოლს დაარტყეს, დაიღუპა 5 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში ბაზარს დაარტყეს. რუსების იერიშის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი 14 წლის გოგონაა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვმა, დარტყმების შეჩერების ნაცვლად, აღდგომის დღესასწაულზე ქვეყნის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით მასირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სადღესასწაულო ზავის შეთავაზება კვლავ განიხილება, თუ მოსკოვი დათანხმდება, და ეს შეტყობინება ტრამპის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს სატელეფონო საუბრისას გადაეცათ. ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია „სტაბილურია“ ხოლო რუსეთის მხრიდან დიდი წინსვლის საფრთხე შეჩერებული.