04 აპრ 2026
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გრძელდება. ირანმა ისრაელზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „მაგენ დევიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის განცხადებით, ცენტრალურ ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
ირანის იერიშის შედეგად ბნეი-ბრაკში, რამათ-განსა და თელ-ავივში საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები დაზიანდა. ამასთან, ომის დაწყებიდან პირველად, ირანმა ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო, საუბარია F-15 ავიაგამანადგურებელზე. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა ეკიპაჟის ერთი წევრი გადაარჩინა, მეორეს კი ეძებენ.
ამასთან, ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ისინი ლიბანის დედაქლაქ ბეირუთში "ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმას აგრძელებენ. აფეთქებების ხმა ისმოდა სირიის ქალაქ დამასკუში. განგაში იყო გამოცხადებული ბაჰრეინში, სადაც მანამდე დედაქალაქ მანამას მახლობლად, ქალაქ სიტრაში, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები. პარასკევს ღამით კი, აშშ-მა და ისრაელმა ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები განახორციელეს ირანის დედაქალაქ თეირანზე.