საქართველო-ამერიკის ურთიერთობები

04 აპრ 2026

პოლიტიკური შეფასებების თემაა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გადატვირთვის საკითხი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და დასტურად შტატებში ქართული მხარის წარმომადგენელთა ვიზიტები და რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო კომუნიკაცია მოჰყავთ. „ქართული ოცნება“ ხაზს უსვამს, რომ მზად არის ურთიერთობების გადატვირთვის, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ როგორც ამერიკასთან, ისე სხვა ნებისმიერ პარტნიორთან, ამოსავალი წერტილი ქვეყნის ეროვნული ინტერესებია. გარდა ამისა, მმართველი გუნდის წევრთა ინფორმაციით, მიმდინარე თვეში ამერიკიდან საქართველოში კონკრეტული ჯგუფი ჩამოვა, რომელიც ქვეყანაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.