მოლაპარაკებები ირანსა და აშშ-ს შორის

04 აპრ 2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანს არასდროს უთქვამს უარი პაკისტანში მოლაპარაკებების გამართვაზე. როგორც არაღჩი სოციალურ ქსელში წერს, ამერიკული მედია პაკისტანში მოლაპარაკებების შესახებ ირანის პოზიციას არასწორად ავრცელებს.  მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ცნობები, რომ თერიანმა უარი თქვა პაკისტანში ვაშინგტონთან მოლაპარაკებების გამართვაზე.