04 აპრ 2026
ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია მუშაობას აგრძელებს. კომისია ახლა წამლებზე ფასწარმოქმნის პროცესს სწავლობს და ფასების შემცირების რესურსს ეძებს. ერთ-ერთ ბერკეტად, ყველა მედიკამენტზე ე.წ. რეფერენტული ფასების დაწესება განიხილება, რასაც კერძო სექტორი არ ეწინააღმდეგება. ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სურსათის, მედიკამენტების და საწვავის ფასებზე საბოლოო დასკვნას, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეს გამოაქვეყნებს.