04 აპრ 2026
ცხოველთა უფლებადამცველების აქცია ბათუმში - ევროპის მოედანზე სხვადასხვა შინაარსის ბანერებით შეკრებილებმა ოთხფეხა მეგობრების მიმართ ჰუმანური მიდგომა და საკანონმდებლო ცვლილებები მოითხოვეს. შეკრებილების უკმაყოფილების მიზეზია სურსათის ეროვნული სააგენტოს საპილოტე პროგრამა უპატრონო და მიკედლებული ცხოველების სამართავად, რომელიც სტერილიზაცია/კასტრაციასა და ვაქცინაციას ითვალისწინებს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ გაუქმდეს მთავრობის მიერ, თებერვალში მიღებულ განკარგულებაში არსებული ჩანაწერი და „პირვანდელ არეალში დაბრუნების“ ვალდებულება გაიწეროს კანონშიც, განკარგულებებშიც და დაინერგოს პრაქტიკაშიც. მსგავსი მოთხოვნებით აქცია გაიმართა თბილისშიც.