04 აპრ 2026
სურსათის ეროვნული სააგენტო წინასწარი გამოცხადებული გრაფიკის მიხედვით, მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია, კასტრაციას და სხვა ვეტერინარულ მანიპულაციებს განაგრძობს. უწყების ცნობით პროცედურები მიმკედლებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან შეთანხმებით, ასევე შესაბამისი ოქმების გაფორმებით ტარდება. მიუსაფარი ცხოველების ირგვლივ საზოგადოების გამოხმაურებები შეაფასეს „ქართულ ოცნებაში“. გიორგი ვოლსკის განცხადებით ბრალდებები ფაქტებს არ ეყრდნობოდა. მისივე განმარტებით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა არსებობს, თუმცა ვითარება რეგულირდება და პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.