კონფერენცია ხელოვნების უნივერსიტეტში

04 აპრ 2026

„ქართული კულტურის მრავალფეროვნება: ტრადიციები და თანამედროვე ინტერპრეტაციები“ – ეს არის კონფერენციის თემა, რომელიც ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება. პირველი რეგიონული კონფერენცია ახალგაზრდა თაობაში ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის გაძლიერებას ემსახურება. ღონისძიების ფარგლებში მონაწილე მოსწავლეები წარადგენენ თემებს, რომლებიც მოიცავს ქართულ ხელოვნებას — მუსიკას, კინოს, თეატრსა და მხატვრობას, ასევე კულტურულ ტურიზმსა და საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართულ ენას, როგორც ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან საფუძველს. კონფერენცია  უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს ეძღვნება.