ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთში ჩავა

04 აპრ 2026

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთში ჩავა. ჯეი დი ვენსი, 7 აპრილს ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას უნგრული გამოცემა, პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურისგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის ლიდერი, შეკრებილებს სიტყვითაც მიმართავენ.