მარტა კოსის განცხადება

04 აპრ 2026

ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე უკრაინისთვის ომის დროს გამონაკლისის დაშვება სასარგებლო არ იქნებოდა არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა. როგორც კოსმა აღნიშნა, მსგავსი გამონაკლისი შეასუსტებდა ნდობას როგორც გაწევრიანების პროცესის, ისე მომავალში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. კოსის თქმით, მთავარი მიზანია, რომ უკრაინა სრულად იყოს მზად ევროკავშირში თანაცხოვრებისა და ფუნქციონირებისთვის.