იტალიის პრემიერის განცხადება

04 აპრ 2026

იტალიის პრემიერ მინისტრის თქმით, ევროპისთვის შტატებთან ურთიერთობის გაწყვეტა სარგებლის მომტანი არ იქნება, თუმცა ამავდროულად აუცილებელია საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს აშშ-თან ურთიერთობისა და ვაშინგტონის მიერ მოკავშირეების კრიტიკის შესახებ ჰკითხა,  განსაკუთრებით იტალიის საჰაერო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის კონტექსტში. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიამ უარი განაცხადა ბაზაზე ამერიკული ბომბდამშენების დაშვებაზე, რომლებიც ირანთან დაკავშირებულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ჯორჯია მელონის თქმით, ევროპამ უნდა შეძლოს საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება, იმ შემთხვევაშიც როდესაც ვაშინგტონს არ ეთანხმება.