მოსწავლეთა მეოთხე რეგიონული კონფერენცია

04 აპრ 2026

,, მუზეუმის როლი განათლებაში” - მოსწავლეთა მეოთხე რეგიონულ კონფერენციას აჭარის  მუზეუმების  გაერთიანება  მასპინძლობს. აქტივობაში ორასზე მეტი მოსწავლე და ასამდე პედაგოგი მონაწილეობს. ისტორია, ეთნოლოგია, არქეოლოგია, ბიოლოგია, გეოგრაფია- კონფერენციის მონაწილეები სხვადასხვა სექციებად  მუშაობენ.   თითოეულ სექტორში მოსწავლეებს  თემატური ნამუშევრები აქვთ წარმოდგენილი.  სექციები აჭარის სხვადასხვა მუზეუმებშია გადანაწილებული. კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებსა და მოსწავლეებს სერთიფიკატები გადაეცემათ. რეგიონალური კონფერენცია ხვალ დაიხურება.