ერთი დღე ჯარში

04 აპრ 2026

პროექტის - „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა თბილისის კერძო სკოლების - მოსწავლეებს უმასპინძლეს.  მოსწავლეებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს, რის შემდეგაც, ქვედანაყოფის შექმნის ისტორიას გაეცნენ. უფროსკლასელებმა ბაზის ინფრასტრუქტურა და ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს, ასევე ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ ტექნიკასა და შეიარაღებასაც გაეცნენ.  პროექტის ფარგლებში, მოზარდებს დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმაც უმასპინძლეს. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს ბესიკ ხულორდავას სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამხედროების საქმიანობასა და დღის წესრიგს გაეცნენ.