ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის თანამშრომლების დაჯილდოება

06 ნოე 2025

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში უწყებათაშორისი დანაყოფის წევრი საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის მათ მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.