საქართველო ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე

06 ნოე 2025

მაღალი დონის შეხვედრები და თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმები- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ შეხვედრა კოლეგა პრემიერთან და ქალაქის მერთან გამართა. პრემიერ-მინისტრი  შანხაიში იმპორტის რიგით მერვე  საერთაშორისო გამოფენას დაესწრო.