04 აპრ 2026
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად, ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე და დოვლტმირატ სეიტმამედოვი დაწესებულების სამეცნიერო სამუშაოებს გაეცნენ და კვლევითი ლაბორატორია დაათვალიერეს. მხარეებმა ორი ქვეყნის პროფილურ დაწესებულებებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს. საუბარი შეეხო სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობასაც. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, საქართველო მზადაა, ფარმაკო ქიმიისა და ზოგადი, მედიცინის მიმართულებით თურქმენეთთან ურთიერთობები გაღრმავოს.