04 აპრ 2026
ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით მასმედიის 34 წარმომადგენელი დააჯილდოვეს, რომლებმაც საქმიანობა აფხაზეთში დაიწყეს და წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის თემატიკის გაშუქებაში. აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე მათ მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.