არასამთავრობოების ნაწილი „მოსკოვის მექანიზმის“ აღსრულებას ითხოვს

03 აპრ 2026

მეორე დღეა განხილვის თემაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორის, ეკა გიგაურის მოხსენება ნიდერლანდების პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე.

გიგაურმა 500-დღიან პროტესტზე ისაუბრა, ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროპული არჩევანი - პირდაპირი თავდასხმის ქვეშაა.

გიგაურმა საერთაშორისო აქტორებს მიზნობრივი სანქციების დაწესებისა და დახმარებისკენ მოუწოდა. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გამოსვლა ოპოზიციაში არაერთგვაროვნად შეფასდა.

მმართველ გუნდში კი გამოსვლას მოღალატეობრივი და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილად აფასებენ.