ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის

03 აპრ 2026

აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა ბათუმში. შეხვედრაში დასავლეთ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები მონაწილეობდნენ. აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ მათთვის სასურველი უნივერსიტეტის ან კოლეჯის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ, გაეცნობოდნენ ასევე სასწავლებლების შეთავაზებებს და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებს.

ამის გარდა, ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ღონისძიება აბიტურიენტებს მათთვის სასურველი პროფესიის არჩევანში დაეხმარება. ღია კარის დღეს ბათუმის შემდეგ  სხვა ქალაქებიც უმასპინძლებს.

ღონისძიებას დღეს საქართველოსა და აჭარის განათლების მინისტრები  ესწრებოდნენ. აბიტურიენტებთან ერთად ისინიც დეტალურად გაეცნენ უნივერსიტეტებისა და პროფესიული კოლეჯების საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაციებს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს იწყება.