03 აპრ 2026
ფასების შემსწავლელი კომისია დღეს მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით მუშაობს. პარლამენტში მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან და დისკუსია უკვე რამდენიმე საათია გრძელდება. კომპანიებმა ისაუბრეს თავიანთი მუშაობის შესახებ და განმარტებები გააკეთეს ფასწარმოქმნის შესახებ.
სხდომაზე ერთ-ერთი კითხვა გარკვეულ მედიკამენტებზე დეფიციტის ხელოვნურად შექმნას შეეხებოდა.
როგორც ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, შეუძლებელია აფთიაქს საწყობში ჰქონდეს მედიკამენტი და ის არ გაყიდოს.
კომისიის წევრების განცხადებით, სამუშაო პროცესის მიზანია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მოსახლეობას წვდომა ჰქონდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე და ამასთანავე ფასები იყოს მისაღები ყველა მოქალაქისთვის.