03 აპრ 2026
სამი საათია საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით ტარდება. რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ვიდეოკადრები გაავრცელა.
სხდომის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, სინოდის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც საპატრიარქო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს.
3 კანდიდატი კი, მისი თქმით, სინოდის შემდეგ სხდომაზე გამოცხადდება.