03 აპრ 2026
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, წინასააღდგომოდ საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონს სასაფლაოების დასუფთავება და მისასვლელი გზების მოწესრიგება დაევალათ.
ამ დროისთვის აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საფლავების დასუფთავება-მოწესრიგების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
დასუფთავდა და მიმდინარეობს მუნიციპალური საფლავების დასუფთავების პროცესი ქობულეთშიც. გამწვანების და სანდასუფთავების სამსახურები ჩართული არიან სარეველა ბალახების და სხვადასხვა ნარჩენების გასუფთავების პროცესში. საფლავების გაწმენდა და დასუფთავება, როგორც სოფლებში, ისე ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალურ საფლავებს მოიცავს.