03 აპრ 2026
შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 2025 წელს აჭარის ტერიტორიაზე განხორციელებული საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია მიმდინარეობს. სესიის ფარგლებში მოხსენებებს წარადგენენ როგორც არქეოლოგიური ექსპედიციების ხელმძღვანელები, ასევე საველე სამუშაოებში უშუალოდ ჩართული მეცნიერ-თანამშრომლები.
წარმოდგენილია ფიჭვნარის, გონიო-აფსაროსის, პეტრას-ციხისძირის, ქობულეთის, მახუნცეთის, ჩხუტუნეთის, ოქროპილაურის, მახვილაურისა და ქვედა სამების ტერიტორიებზე განხორციელებული არქეოლოგიური კვლევების ძირითადი შედეგები.
არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.