ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა

03 აპრ 2026

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ  აისოს სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა.

უწყების ინფრომაციით, აკრედიტაციის სფერო მოიცავს ზედაპირულ, ჩამდინარე, სასმელ, გრუნტის, ტბისა და  ზღვის წყლებში მძიმე მეტალების, ბიოგენური ელემენტების, შეწონილი ნაწილაკებისა და სხვა პარამეტრების განსაზღვრას, ასევე ატმოსფერულ ჰაერში მძიმე მეტალების შემცველობის კვლევას.

ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების უმეტესობა ევროკავშირის შესაბამისი ჩარჩო დირექტივებით განსაზღვრული მეთოდოლოგიების საფუძველზე ტარდება.