უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ლაშა სირაბიძე უხელმძღვანელებს

03 აპრ 2026

აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.  

ლაშა სირაბიძემ კომიტეტი მას შემდეგ გადაიბარა, რაც აღნიშნული პოსტიდან ცოტნე ანანიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გადაინაცვლა. 

ამ დრომდე ლაშა სირაბიძე  ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე იყო.