03 აპრ 2026
ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.
ღონისძიებაში დასავლეთ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები მონაწილეობდნენ. ღია კარის დღე აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს მათთვის სასურველი უნივერსიტეტის ან კოლეჯის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ, გაეცნონ მათ ასევე სასწავლებლების შეთავაზებებს, სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებს.
ამის გარდა, ორგანიზატორების თქმით მსგავსი ღონისძიება აბიტურიენტებს მათთვის სასურველი პროფესიული არჩევანში ეხმარება. ღონისძიებას საქართველოსა და აჭარის განათლების მინისტრები გივი მიქანაძე და მაია ხაჯიშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სასტუმრო “შერატონში” ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტების რეგისტრაცია ეროვნულ გამოცდებზე 6 აპრილს იწყება.