კენტუკის შტატის აეროპორტში UPS-ის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა

05 ნოე 2025

სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა შეერთებული შტატების ქალაქ ლუისვილის აეროპორტთან სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად. ლოგისტიკური ავიაკომპანიის, UPS-ის სატრანსპორტო თვითმფრინავი MD-11, რომელიც ჰონოლულუსკენ მიემართებოდა, გუშინ  აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ხმელეთზე ხანძარმა მოიცვა რამდენიმე შენობა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. კენტუკის შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, თვითმფრინავს არ გადაჰქონდა ტვირთი, რომელმაც შესაძლოა, დამატებით  ეკოლოგიური საფრთხე გამოიწვიოს.