პროფესიული განათლება და ბიზნესი: თანამშრომლობა რეგიონული განვითარებისთვის

02 აპრ 2026

,,პროფესიული განათლება და ბიზნესი: თანამშრომლობა რეგიონული განვითარებისთვის“. - ამ სახელწოდებით ბათუმში სამუშაო ფორუმი ჩატარდა. 

ღონისძიებაში პროფესიული კოლეჯების, სახელმწიფო უწყებებისა და კერძოს სექტორის 80-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

ფორუმი თემატურ პრეზენტაციებს და პანელურ დისკუსიასა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას მოიცავდა. 

განსაკუთრებული ყურადღება, პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომებზე, მათ შორის ბიზნესის ჩართულობით მომზადება- გადამზადების პროგრამების განვითარებაზე გამახვილდა.  

ფორუმის მიზანი, რომლის ორგანიზატორიც აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაა, პროფესიული განათლებისა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, კადრების საჭიროების უკეთ იდენტიფიცირება და პროგრამების ეფექტიანი გამოყენებაა.