შეფასებები საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტზე

02 აპრ 2026

სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს აფასებენ ქართული დელეგაციის წევრები. 

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პრეზიდენტის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირსა და თანამშრომლობას. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს, როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ ასევე კულტურულ, უსაფრთხოებისა და ტურიზმის სფეროში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მწვავე გლობალური გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია, ორივე ქვეყნისთვის საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება.

გიორგი ზურაბაშვილის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხსა და დიალოგის აღდგენის აუცილებლობას.